reportiori.ge - სერგეი ბეზრუკოვის თბილისში დაგეგმილი სპექტაკლი პუტინის მხარდაჭერის გამო, გაუქმებულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:48
კულტურა
სერგეი ბეზრუკოვის თბილისში დაგეგმილი სპექტაკლი პუტინის მხარდაჭერის გამო, გაუქმებულია
12 მარტი, 2014. 14:44



ყირიმში  რუსეთის ქმედებების მხარდაჭერისთვის, რუსეთის სახალხო არტისტის სერგეი ბეზრუკოვის  თბილისში დაგეგმილი სპექტაკლი გააუქმეს.

 

"საქართველოში არასოდეს არც ერთ მსახიობს არ ჩამოვიყვან, ვინც ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ქვეყნის წინაშე, ნებისმიერი ფორმით. ეს იგივეა, რომ მხარი დაუჭირონ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას", - აცხადებს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.

 

ამასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს კულტურის პალატაც.

 

დღეს გავრცელებული რუსეთის სახალხო არტისტების წერილის გამო, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მეზობელი ქვეყნის უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაში, საქართველოს კულტურის პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს მაისში დაგეგმილი სერგეი ბეზრუკოვის თეატრის გასტროლები თბილისში. კიდევ ერთხელ გვინდა, გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინას მის სუვერენიტეტს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ მეგობარ გმირ უკრაინელ ხალხს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ყირიმის საკითხებში პუტინის პოზიციის მხარდამჭერი წერილი კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე  რუსმა ხელოვანებმა გაავრცელეს, რომელსაც 86 ხელოვანი აწერს ხელს.

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016