reportiori.ge - მშენებარე ჰესთან მოსახლეობას შესაძლოა მიწები ჩამოართვან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:26
რეგიონები
მშენებარე ჰესთან მოსახლეობას შესაძლოა მიწები ჩამოართვან
ავტორი:
12 მარტი, 2014. 15:27



ხელვაჩაურში ჰესს, რომელსაც კომპანია აჭარა ენერჯ 2007 მდინარე ჭოროხზე აშენებს, სოფლები კირნათი, მარადიდი და  აჭარისწყალი ესაზღვრება. ჰესის აშენებით დაიტბორება აღნიშნული სოფლების მდინარისპირა ტერიტორია, რომლის ნაწილი მოსახლეობის საკუთრებაშია, ან ეგრეთ წოდებული ბაბუის მიწაა“, რომელსაც წლების განმავლობაში სარგებლობდა.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საჯარო რეესტრი აღნიშნული ტერიტორიის მოსახლეობაზე რეგისტრაციების გადახედვას გეგმავს. ასეთი სულ 26 ოჯახია. უწყების იურიდიული სამსახურის უფროსი თინათინ ყოლბაია საკითხის გაცნობა-შესწავლისთვის ბათუმში, იუსტიციის სახლში დღეს სოფელ მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობას შეხვდა და საჯარო მოსმენა გამართა.

 

შეხვედრაზე  დაინტერესებული მხარეების - ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის  სამინისტროების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ასევე იურისტები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან. მათ მოსახლეობის საკუთრებაში მქონე მიწების კანონიერება განიხილეს.

 

სახელმწიფო ორგანოს პოზიცია ასეთია: აღმოჩნდა, რომ მისივე გამოცემული აქტებით მიწები მდინარის პირას არის დარეგისტრირებული. წყალი და წყლის კალაპოტი კი წარმოადგენს განსაკუთრებული რეგულირების საგანს და კანონით არ შეიძლება ვინმეს საკუთრებაში იყოს. გარდა ამისა, ეს ნაკვეთები გამოუსადეგარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის. ეს გარემოებები კი  მათთვის მიწის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია. ოსახლეობა კი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთებით, რომელიც მდინარის პირას აქვთ, დღემდე სარგებლობენ და მოჰყავთ მოსავალი. ჰესის მშენებარე ტერიტორიაზე მოსაზღვრე სოფლის მცხოვრებლებისთვის მიწის რეგისტრაციის კანონიერებაზე კიდევ 13 და 24 მარტს იმსჯელებენ. 10 დღის შემდეგ კი საჯარო რეესტრი გადაწყვეტილებას მიიღებს და გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რითაც ცნობილი გახდება რა ფორმით შეუნარჩუნდება 26 ოჯახს მიწის ნაკვეთი.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016