„საქართველოს განათლების ლიგა" სპეციალური სახელმწიფო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. მანანა ნიკოლაიშვილის განცხადებით, კომისიამ უნდა შეისწავლოს ყველა ის დარღვევა, რომელსაც ადგილი აქვს განათლების სისტემაში და დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. საუბარია სამეცნიერო ინსტიტუტების, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების შენობების უკანონოდ მითვისებაზე. „მხოლოდ, 2007 წლის აგვისტოში 27 ბაგა-ბაღი დაიხურა, 1300 მეტი სააჯარო სკოლა, რომელიც ფუნქციონირებდა, ჩვენ ვიცით, რომ ეს შენობები მაღალჩინოსნებმა მიითვისეს, თუმცა მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, ამიტომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც საბრალდებო დასკვნას დადებს". - განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში. მისივე განმარტებით, უნდა გამოცხადდეს კონკურსები და მხოლოდ პროფესიონალები დაინიშნონ განათლების სისტემაში სხვადსხვა თანამდებობებზე.