საბერძნეთში, ცენტრალური მაკედონიის ქალაქ კატერინში მომლოცველები სასწაულის შემსწრენი გახდნენ. წმინდა ეფრემის სახელობის მონასტერში რუსი წმინდანის ლუკას ხატი ატირდა. წმინდა ლუკა სრულიად ყირიმის და სიმფეროპოლის არქიეპისკოპოსი იყო.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო ruskline.ru ავრცელებს.
2014 წლის 5 მარტს რუმინელმა მომლოცველებმა შენიშნეს, რომ წმინდანის ხატმა ტირილი დაიწყო. მომლოცველებმა ხატს ფოტოები გადაუღეს და მონასტერში დაასვენეს, მას შემდეგ წმინდა ლუკას გამომეტყველება ფოტოებზე რამდენჯერმე შეიცვალა. სააგენტოს ინფორმაციით ხატი ტირილს არ წყვეტს.
მსგავსი ინფორმაცია რუსულ სააგენტოებზე ბოლო დროს ხშირად ვრცელდება. უკვე არა ერთხელ გახდა ცნობილი, რომ რუსეთში და უკრაინაში ხატებმა ტირილი დაიწყეს.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)