საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონმდებლობაში არსებობს ნორმა, რომელიც აბორტების სამდღიანი წინასწარი მოფიქრების პერიოდს გულისხმობს. მისივე თქმით, ეს ნორმა უმოქმედოა და მისი ამოქმედება მნიშვნელოვანია.
„კანონმდებლობით არსებობს სამდღიანი მოსაფიქრებელი ვადა, რაც იმას ნიშავს, რომ სამი დღით ადრე, თუ ქალს გადაწყვეტილი აქვს გაიკეთოს აბორტი, ამ მანიპულაციის ჩატარებამდე, უნდა გაიაროს გინეკოლოგთან კონსულტაცია და მოიფიქროს სამი დღის განმავლობაში მიიღოს თუ არა ეს გადაწყვეტილება. ალბათ, სარგებლიანი იქნება მეტი დრო მივცეთ მას მოსაფიქრებლად - მოიცილოს თუ არა ნაყოფი", - აღნიშნა ხუნდაძემ.
იგი იმ საგანგაშო მონაცემებზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც, გაეროს მონაცემებით, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობას 28%-ით შემცირება ემუქრება.
იმ ფონზე როცა, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა 34%-ით მატულობს, სომხეთის კი 6%-ით ამიერკავკასიაში დისბალანსია მოსალოდნელი.
ამასთანავე, საქართველოში 2012 წელს რეგისტრირებული აბორტების რიცხვი 40 000 შეადგენს, თუმცა არარეგისტრირებულ აბორტთა რიცხვი ოთხჯერ მეტია.