reportiori.ge - ორჰან ფამუქი: მიხარია, რომ ჩემი წიგნები საქართველოში პოპულარულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024. 23:59
კულტურა
ორჰან ფამუქი: მიხარია, რომ ჩემი წიგნები საქართველოში პოპულარულია
12 მარტი, 2014. 19:32



„მიხარია, რომ ჩემი წიგნები საქართველოში პოპულარულია“, - ამის შესახებ ცნობილმა თურქმა მწერალმა ორჰან ფამუქმა „თავისუფალ უნივერსიტეტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ქართული ლიტერატურის შესახებ თითქმის არაფერი სმენია - განაცხადა ფამუქმა და ამის გამო მოიბოდიშა.

 

„ჩემს წიგნებს იმიტომ თარგმნიან, რომ საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული. თუ გინდა, რომ შენი ნაწარმოები ითარგმნოს, უნდა იყოს ცნობილი“, - აღნიშნა ორჰან ფამუქმა.

 

მისი თქმით, თუ წერა ძალიან გიყვარს, მაშინ გადარჩები, ხოლო საერთაშორისო ცნობადობა შეიძლება მოვიდეს, შეიძლება არა.

 

თურქმა მწერალმა საყვარელ მწერლებს შორის ტოლსტოი, თომას მანი, დოსტოევსკი და სხვები დაასახელა. ფავორიტ ნაწარმოებად კი „ანა კარენინა“.

 

მისი თქმით, მას აქვს ფიროსმანის წიგნი და ძალიან უყვარს მისი მხატვრობა.

 

„ფიროსმანი ქართული კულტურის ეროვნული განძია. ფილმიც მინახავს მასზე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მას შესანიშნავი, ღრმა, გულუბრყვილო, დემონური მხატვრობა აქვს“, - აღნიშნა მწერალმა.

 

ორჰან ფამუქს „თავისუფალი უნივერსიტეტის“ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს.

 

 

შეგახსენებთ, რომ ნობელის ლაურეატი თურქი მწერალი ორჰან ფამუქი საქართველოში თავისუფალი უნივერსიტეტისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი ძალისხმევით ჩამოვიდა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016