reportiori.ge - უჩა ნანუაშვული სოციალურად დაუცველების გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 05:43
საზოგადოება
უჩა ნანუაშვული სოციალურად დაუცველების გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 15:27

სახალხო დამცველი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"აღსანიშნავია, რომ ყოფილი მე-13 საჯარო სკოლის შენობიდან 2013 წლის 29 ივლისს მოქალაქეები იძულებით გამოასახლეს, რა დროსაც შენობაში მცხოვრები 30 ოჯახიდან თავშესაფრით მხოლოდ 8 ოჯახი დააკმაყოფილეს. დანარჩენ ოჯახებს უარი ეთქვათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე. რაც შეეხება 142-ე სკოლაში მცხოვრებ 34 სოციალურად დაუცველ ოჯახს, მათი გამოსახლება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ახორციელებენ. ამ შემთხვევაშიც, საცხოვრებელი ფართით მხოლოდ 8 ოჯახი იქნა დაკმაყოფილებული.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გამოსახლების დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ ადგილობრივი გამგეობის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ზემოაღნიშნულ შენობებში მცხოვრები მოქალაქეების განმარტებით, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული ოჯახების შერჩევა განხორციელდა საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური გასაცემლების დეპარატემენტის მიერ. ამასთან, მათთვის უცნობია რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა იმ ოჯახების შერჩევა, ვინც დააკმაყოფილეს ალტერნატირული საცხოვრებელი ფართით და რის საფუძველზე ეთქვათ დანარჩენს ოჯახებს უარი. 
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოსახლების დროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად უნდა მუშაობდნენ გამოსასახლებელი პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის საჭიროების საკითხის შესწავლაზე, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სწორედ აღნიშნული ორგანო წარმოადგენს უსახლკარო პირებისათვის თავშესაფრით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანოს.
სახალხო დამცველმა ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციით უკვე მიმართა ნაძალადევის გამგეობის მოვალეობის შემსრულებელს თუმცა, უშედეგოდ.
გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხორციელდება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელი ოჯახების შერჩევა. ამ მიმართულებით აუცილებელია, რომ სამინისტროს მუშაობა იყოს გამჭვირვალე, ხოლო მოქალაქეებისათვის გაცემული პასუხი დასაბუთებული, რათა დაინტერესებულ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა დაამტკიცონ თავშესაფრით მათი უზრუნველყოფის აუცილებლობა."
-ნათქვამია განცხადებაში. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016