reportiori.ge - ლუდის დიეტა - დიეტოლოგები სტერეოტიპების წინააღმდეგ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:39
სხვადასხვა
ლუდის დიეტა - დიეტოლოგები სტერეოტიპების წინააღმდეგ
ავტორი:
12 მარტი, 2014. 21:11



ცნობილია, რომ ლუდი პირიქითწონის აკრეფას უწყობს ხელს, მაგრამ დიეტოლოგების აზრით, ეს მოსაზრება მცდარია.  საქმე ისაა, რომ ლუდის შემადგენლობაში შედის ცხარე კომპონენტები, რომლებიც მადის მომატებას იწვევს. რაც შეეხება ლუდის დიეტას, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია მისი მიღება მკაცრად განსაზღვრული რაოდენობით. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ და მკაცრად დაიცვათ კვების რეჟიმი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2 კვირაში 5 კილოგრამს დაიკლებთ.

ცნობილია, რომ ლუდში შედის ძალიან ბევრი ვიტამინი, ასევე, მინერალები. მათ შორის არის მაგნიუმი, ასევე, ჯგუფის ვიტამინები, თაფლი, ფოსფორი, ვიტამინი C, რკინა, ასევე, თუთია - ყველა ეს კომპონენტი ძალიან ჰგავს ფორთოხლის წვენის შემადგენლობას.

ლუდი წმენდს ორგანიზმს დაგროვილი შლაკებისგან და ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. ამ სასმლის ზომიერი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ორგანიზმი კაჟდება.

 

ყველაზე სასარგებლოდ და ხარისხიანად ითვლება გაუფილტრავი ლუდი.

 

თუ წონაში დაკლება სურს ქალს, მაშინ ამ სასმლის ენერგეტიკული ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1200 კალორიას. მამაკაცებისთვის კი დაშვებულია 2 000 კკალ.

 

პირველი დღე: ვსვამთ ერთ ლიტრ ლუდს და მივირთმევთ 100 გრ წიწიბურას.

 

მეორე დღე: ვსვამთ ერთ ლიტრ ლუდს და მივირთმევთ 100 გრ მოხარშულ ქათამს.

 

მესამე დღე: ვსვამთ ისევ ერთ ლიტრ ლუდს და მივირთმევთ 100 გრ მოხარშულ მჭლე საქონლის ხორცს.

 

მეოთხე დღე: მივირთმევთ 100 გრ მოხარშულ თევზს და ვსვამთ ერთ ლიტრ ლუდს.

 

მეხუთე დღე: ვსვამთ ერთ ლიტრ ლუდს და მთელი დღის განმავლობაში მივირთმევთ ნებისმიერ ბოსტნეულსა და ხილს, გარდა ყურძნისა და ბანანისა.

 

მეექვსე დღე: მხოლოდ ერთი ლიტრი ლუდი.

 

მეშვიდე დღე: მინერალური წყალი განუსაზღვრელი რაოდენობით.

 

რეკომენდაციები: გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისა, არაფრის მიღება არ არის მიზანშეწონილი. როგორც თევზს, ასევე, წიწიბურასა და ქათამს მივირთმევთ უმარილოდ.

შვიდი დღის განმავლობაში სრულიად გამორიცხეთ სხვა სპირტიანი სასმელი, ასევე, ტკბილი ჩაი, ყავა და გაზიანი სასმელები.

დალიეთ მხოლოდ მწვანე და შავი ჩაი შაქრის გარეშე, ასევე, ჩვეულებრივი წყალი. დღის განმავლობაში მიიღეთ 3 ლიტრი სითხე.

და კიდევ, თუ 20 წლამდე ასაკის ბრძანდებით, ამ დიეტის დაცვა არ არის რეკომენდებული!

მომზადებულია marao.ge - ს მიხედვით.

 

(მოამზადა თეო ტაბატაძემ)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016