საინფორმაციო სააგენტო "პირველის" ინტერნეტ-გამოკითხვის მიხედვით, პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მინისტრებს შორის, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას აფასებს.
ყველაზე პოპულარულმა ხუთმა მინისტრმა, პროცენტები ასე გადაინაწილა: ირაკლი ღარიბაშვილი - 25.83%, ირაკლი ალასანია - 17.28%, დავით ნარმანია - 8.83%, კახი კალაძე - 8.64% და დავით სერგეენკო - 8.17%.
შემდეგი რეიტინგი კი ასე გამოიყურება: თეა წულუკიანი - 7.41%, დავით დარახველიძე - 3.89%, ხათუნა გოგალაძე - 3.23%, ნოდარ ხადური - 2.75%, შალვა ფიფია - 1.99%, გიორგი კვირიკაშვილი - 1.8%, ალექსი პეტრიაშვილი - 1.71%, ლევან ყიფიანი - 1.61%, თამარ სანიკიძე - 1.52%, სოზარ სუბარი - 1.33%, მაია ფანჯიკიძე - 1.33%, პაატა ზაქარეიშვილი - 1.04%, გურამ ოდიშარია - 0.95%, კონსტანტინე სურგულაძე - 0.66%.
ორი დღის განმავლობაში მიმდინარე გამოკითხვაში საკუთარი პოზიცია 1053-მა ინტერნეტ-მომხმარებელმა დააფიქსირა.