reportiori.ge - რატომ იტირა ანუკი არეშიძემ ეკა ხოფერიას თოქ-შოუში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:54
ყვითელი
რატომ იტირა ანუკი არეშიძემ ეკა ხოფერიას თოქ-შოუში?
ავტორი:
13 მარტი, 2014. 12:35


ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მეუღლე, ყოფილი მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე ეკა ხოფერიას თოოქ-შოუში მისი და კახას სიყვარულის ისტორიაზე ყვება. წამყვანის კითხვაზე - თუ როდის ჰქონდა მას ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი, რომელიც ცუდად ახსენდება, არეშიძემ კალაძის ავტოგოლი გაიხსენა, ემოციები ვერ დამალა და ატირდა.


როგორც არეშიძემ განაცხადა, საკუთარ პრობლემებზე მეტად, მეუღლის პრობლემებს უფრო განიცდის.


„ბავშვი თვეების მყავდა და ჩემ მშობლებთან ერთად ვუყურებდი თამაშს. მამაჩემი უცებ შეხტა მოულოდნელობისგან. არაფერია, ვის არ მოსვლია მეთქი ვთქვი. უკვე მეორე ავტოგოლიც რომ გაიტანა, უკვე ძალიან ვინერვიულე. კახა სტადიონზე როცა გავიდა, ძალიან ანერვიულებული იყო და რაღაც მომენტში ჩემ თავსაც ვაბრალებ. რაღაცაზე ვიყავი გაბრაზებული და წავკინკლავდით თამაშის წინ. როცა ასეთი რამ დაემართა, მივხვდი, რომ ჩემი ბრალი იყო.  წერდნენ, თითქოს იტალიამ ფული გადაუხადა, რომ ავტოგოლები გაეტანა, მაგრამ არ არის მართალი. აქედან გამომდინარე, უფრო მტკივა მისი ტკივილი. კახასაც ძალიან გაუჭირდა იმ პერიოდში. არასდროს გამოხატავს ხოლმე ემოციებს, მაგრამ მისი სიჩუმით ბევრ რამეს ვგრძნობ ხოლმე", -განაცხადა მინისტრის მეუღლემ.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016