reportiori.ge - სერჟანტთა მომზადების სკოლას დღეიდან მაიორი ლაშა დავითაძე უხელმძღვანელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 05:47
საზოგადოება
სერჟანტთა მომზადების სკოლას დღეიდან მაიორი ლაშა დავითაძე უხელმძღვანელებს
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 15:44

ახალი უფროსის წარდგენის ცერემონიალი საგურამოს სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე  დღეს გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები, პოლკოვნიკები ვლადიმერ ჩაჩიბაია და არსენ ცუხიშვილი, ასევე არმიის სერჟანტი ალუდა კოპალიანი დაესწრნენ.

სერჟანტთა სკოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა ახალ უფროსს ქვედანაყოფის დროშა გადააბარა.

სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი მაიორი ზურაბ ხვიჩია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს „თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის" I ხარისხის მედალი გადასცა.

„საკმაოდ დიდი გამოცდილება უკვე დაგროვდა სერჟანტთა მომზადების კუთხით. დაახლოებით 10 წლის წინ ჩვენ გერმანულ მხარესთან ერთად დავიწყეთ სერჟანტთა სკოლის შექმნა. დღეს ჩვენი სერჟანტების მომზადების ხარისხი არის ერთ-ერთი უმაღლესი. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ასეთი კარგად გაწვრთნილი და ნატოსთან თავსებადი ჯარი გვყავს, რომლებიც ავღანეთში ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას. ჩვენ დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გადაგვყავს სერჟანტთა მომზადების სკოლა დაბა კოჯრში ბაზაზე. იქ მზადდება ინფრასტრუქტურა და მთლიანად ყველა კომპონენტი სერჟანტთა მომზადების სკოლის, ისევე როგორც გვაქვს თელავში, იქნება კოჯორში კონცენტრირებული, ექნებათ სპეციალური საშუალებები, რომ გაზარდონ სერჟანტთა მომზადების ხარისხი. ეს არის ხერხემალი ჩვენი ჯარის, მათზეა დამოკიდებული საბრძოლო მომზადების დონე, დისციპლინა და აქედან გამომდინარე, ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი თავდაცვის სამინისტროსთვის"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, ქალაქ გორში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ ერთი სასწავლო კურსი იყო. ამჟამად იგი ექვემდებარება გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას.
2006 წლიდან სერჟანტთა მომზადების სკოლას და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის ჰამელბურგის ქვეითთა სკოლას შორის გაფორმდა ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ, რომელიც დღემდე გრძელდება.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016