reportiori.ge - ბათუმში სკვერებიდან ყვავილებს იპარავენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:28
რეგიონები
ბათუმში სკვერებიდან ყვავილებს იპარავენ
ავტორი:
13 მარტი, 2014. 13:35


ბათუმში, ხელოვნების მუზეუმთან მდებარე სკვერში, ერთწლიანი ყვავილების ნარგავებს მოსახლეობა იპარავს. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის, ეთერ მაჭუტაძის თქმით, მოქალაქეები არა მარტო ერთწლიან ნარგავებს, არამედ მრავალწლან მცენარეებსაც იპარავენ.


მერიის წინ შესასვლელში, ორივე მხარეს ციკლამენები აკლია, ვერაფრით ვერ გავაჩერეაეროპორტში მოპარულია აბელიის ბუჩქები, ასევე  ვარდების სკვერში, ბაგრატიონის მონატრების" სკვერში... შუაღამით იპარავენგონიოდან ჩაქვამდე დაცვას ხომ ვერ დაუყენებ მცენარეებს", - ამბობს ეთერ მაჭუტაძე „ბათუმელებთან" საუბარში.


მისივე თქმით, გამწვანების სამსახური ასეთ შემთხვევებში საპატრულო პოლიციას მიმართავს, თუმცა არც შარშან და არც წელს არც ერთი პირი არ დაუჯარიმებიათ, რადგან მცენარეების ქურდებს ფაქტზე ვერ იჭერენ. ეთერ მაჭუტაძის თქმით, წელს მცენარეების ქურდობისგან მიყენებული ზარალი დაახლოებით 1 000 ლარია.


ხალხის ცნობიერებაში ჯერჯერობით არ არის, რომ ეს არის საერთო საკუთრება, საერთო სილამაზე და მარტო უცხოელებისთვის არ კეთდება", - ამბობს ეთერ მაჭუტაძე. იგი ამბობს რომ ხშირია მცენარის ტრანსპორტისაგან დაზანების შემთხვევებიც, რა დროსაც ტრანსპორტის მეპატრონემ მცენარის საფასური უნდა გადაიხადოს. 


ცოტა ხნის წინ ბათუმში წიგნების მაღაზიის მოპირდაპირედ მდგარი 60 კილოგრამიანი ქოთანი მიწიან-მცენარეებიანად მოიპარეს. 




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016