reportiori.ge - გიორგი გვიჩიანი უფლებადამცველებს მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:09
სამართალი
გიორგი გვიჩიანი უფლებადამცველებს მიმართავს
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 15:47

უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანი სახალხო დამცველს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, არასამთავრებო უფლებადამცველ ორგანიზაციებს  მიმართავს. მსჯავრდებული სასამართლო პროცესზე წარმოამდგენლების მიერ მონიტორინგის ჩატარებას ითხოვს.  „რეპორტიორი"  მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
"2006 წლის 7 მარტიდან, შეთითხნილი ბრალდებით, ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში. ე. წ. სასამართლო განხილვა ჩატარებული იქნა საპროცესო ნორმების უპრეცედენტო დარღვევებით. უკანონო და აბსურდული განაჩენით, მოსჯილი მაქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად იქნა ცნობილი ჩემი შუამდგომლობა, ახლადგამოვლენილი გარემოების გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. პროცესი დანიშნულია 2013 წლის 10 სექტემბერს 12 საათზე. მიუხედავად იმისა, რომ ვარ უდანაშაულო ჩემს მიზანს არ წარმოადგენს ნებისმიერ ფასად პატიმრობიდან თავის დაღწევა, ჩემი მიზანია სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა, რათა საზოგადოების არც ერთ წევრს, პირველ რიგში დაზარალებულებს აღარ დარჩეთ არც ერთი კითხვა. მე მოვუწოდე დაზარალებულს, ბატონ ნოდარ ლომინაძეს, აეყვანა ადვოკატი, თვითონაც გაცნობოდა საქმის მასალებს და აქტიური მონაწილეობა მიეღო განაჩენის გადასინჯვის პროცესში. სამწუხაროდ, მან ჩემი მოწოდება შეურაცხყოფად და ჭკუის დარიგებად შეაფასა, რისი განზრახვაც არ მქონია. გამომდინარე იქიდან, რომ იგი არ იცნობს საქმის მასალებს, შეცდომაშია შეყვანილი და თავისდაუნებურად შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. გულისტკივილით მინდა ავღნიშნო, რომ ნიკოლოზ ლომინაძის საქმე გაუხსნელია და შესაბამისად დამნაშავეები დღემდე დაუსჯელები არიან, რასაც თავისდაუნებურად ხელს უწყობს დაზარალებული მხარის პოზიცია.
თხოვნით მივმართავ სახალხო დამცველს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, არასამთავრებო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მოავლინონ წარმომადგენლები პროცესზე და განახორციელონ მონიტორინგი.
ასევე თხოვნით მივმართავ ყველა საინფორმაციო საშუალების ხელმძღვანელს, მოავლინონ ჟურნალისტები სასამართლო პროცესზე, რათა საქმის განხილვა მოხდეს გამჭირვალედ და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს საქმის ყველა გარემოება. 10 სექტემბერს კი დარწმუნებული ვარ სამართალი აღსრულდება."
- აღნიშნულია მიმართვაში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016