ებრაელმა მეცნიერებმა კიბოს ვაქცინა გამოიგონეს. წამალი, 2013 წელს სამეცნიერო გარღვევად აღიარეს, პროფესორ ლეა აიზენბახს ეკუთვნის და მასზე ოცდაათი წელი მუშაობდნენ.
ლეა აიზენბაჰი ამბობს, რომ მისმა ჯგუფმა იმ საშუალების მოძებნა მოახერხა, რომელიც სხვადასხვა სტადიაზე მყოფ კიბოს ოცამდე სახეობის მკურნალობას მაქსიმალურად ეფექტურს და წარმატებულს გახდის.
"ჩვენ შევიმუშავეთ ვაქცინა, რომელიც იმუნურ სისტემას ააქტიურებს ისე, რომ მის მთავარ მებრძოლებს - ლიმფოციტებს - სუპერ ჯარისკაცებად აქცევს. ისინი სიმსივნურ უჯრედებს პოულობენ და მთლიანად ანადგურებენ", - ამბობს ვეიცმანის სახელობის ინსტიტუტის იმუნოლოგი პორფესორი ლეა აიზენბახი.
ვაქცინა, შესაძლოა კიბოს სახეობის მიხედვით პირდაპირ სისხლში ან პაციენტის სხეულიდან ამოღებულ უჯრედოვან ქსოვილში შეიყვანონ. ლიმფოციტებს ახალ გარემოში ხელოვნურად ამრავლებენ და ორგანიზმში აბრუნებენ, სადაც ისინი კიბოს უჯრედებს ანადგურებენ.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)