reportiori.ge - მარიამ კოჩალიძის ოჯახი ეკა ბესელიასგან და ლევან ბერძენიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 05:40
საზოგადოება
მარიამ კოჩალიძის ოჯახი ეკა ბესელიასგან და ლევან ბერძენიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 16:02

სანამ ეკა ბესელია სახალხოდ არ გამოვა და მარის სულს ბოდიშს არ მოუხდის, ჩემთან არავინ არ მოვიდეს საერთოდ და არ დამენახოს", - ეს განცხადება ბათუმში მოკლული 16 წლის  მარიამ კოჩალაძის გამზრდელმა ნათლია ნატა კვინტრაძემ „კვირის პალიტრასთვის" მიცმულ ინტერვიუში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეკა ბესელიას სატელევიზიო გამოსვლა და დანაშაულის სტატისიკის გამოცხადება მისთვის მიუღებელია - ის, რომ ეკა ბესელიას შვილები ცოცხლები არიან და არავინ დადევთ მოსაკლავად, არ ნიშნავს, რომ ვიღაცის ყელგამოჭრილი ბავშვი წიწილაა! ბესელია გამოვიდა და ტელეეთერით მეუბნება, რომ ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ აქ აჟიოტაჟის ასატეხი არაფერი არ არისო. აი, ახლა ატეხოს აჟიოტაჟი, დაიჭიროს ის, ვინც მარის ასეთი რამ დამართა და მერე დაგველაპარაკოს დანარჩენი სახელმწიფო... არაფერი არ შემეკითხოთ არც გამოძიებაზე და არც მარიზე. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით. ეკა ბესელია გამობრძანდეს, მარის სულს სახალხოდ ბოდიში მოუხადოს, სანამ ღმერთი გადმოხედავს და სამაგიეროს მიაგებს - აცხადებს მოკლული მარიამ კოჩალიძის ნათლია.

ამასთანავე, მარიამ კოჩალიძის ახლობლები ბოდიშის მოხდას ითხოვენ ლევან ბერძენიშვილისგანაც - „ლევან ბერძენიშვილმაც მოიხადოს ბოდიში, რომ ვითომ ირანელის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა. 16 წლის ბავშვი რომ მოკლეს, ეგ არაფერი?!ირანელის უდანაშაულობის პრეზუმფცია ადარდებს ბერძენიშვილს და 16 წლის ბავშვის არაადამიანური მკვლელობა არა?!" - აღნიშნა ნატო კვინტრიძემ „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016