"ვფიქრობ, ჩემი განცხადება არასწორად იყო ინტერპრეტირებული, ამით მე ვუპასუხე "ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილს, რომლებმაც თავის გამოსვლაში უმძიმესი ტრაგედიით პოლიტიკური დემაგოგია დაიწყეს, რომლებმაც თქვეს, რომ ასეთი რამ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მომხდარა. გავიხსენე ის წლები, როდესაც ისეთივე მძიმე დანაშაული ხდებოდა და ვუპასუხე მათ დემაგოგიას.
მე ვერ ვხვდები ჩემი განცხადების რა ნაწილში უნდა მოვუხადო ბოდიში ამ გოგონას ოჯახს. არ შეიძლება ამ პატარა გოგონას ტრაგედია გახდეს პოლიტიკური დემაგოგიის საგანი,"- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ბათუმში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის ოჯახის წევრების განცხადების საპასუხოდ, რომლებიც
ეკა ბესელიასგან ბოდიშის მოხდას იმ სატელევიზიო გამოსვლის გამო სთხოვს, სადაც დეპუტატი დანაშაულის სტატისიკაზე საუბრობდა.