reportiori.ge - მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე შიდა ქართლში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 05:24
საზოგადოება
მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე შიდა ქართლში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 16:17

რეგიონებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონიტორინგი გრძელდება. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მახათაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ნოე ქინქლაძე, მოადგილე კახა ხელაძე და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან გოგოლაშვილი გორში შიდა ქართლის რეგიონის კლინიკების ხელმძღვანელებს, პირველადი ჯანდაცვის ხელმძღვანელებს და სოფლის ექიმებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანია სამინისტროს და სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას, ნახონ რა მდგომარეობაა სამედიცინო დაწესებულებებში და მოისმინონ, როგორ მუშაობენ სოფლის ექიმები. 


დღესვე, საქართველოს ყველა რეგიონში სამინისტროს დავალებით იკრიბებიან სოფლის ექიმები, რათა თითო რეგიონმა თითო წარმომადგენელი შეარჩიოს პირველადი ჯანდაცვის საბჭოში გასაწევრიანებლად. ამ დრომდე პირველადი ჯანდაცვის საბჭოში პირველადი ჯანდაცვის ექიმები შედიოდნენ და სოფლის ექიმი წარმოდგენილი არ იყო. მომდევნო კვირაში საბჭო ჯანდაცვის სამინისტროში ახალი შემადგენლობით შეიკრიბება, რათა სოფლის ექიმების პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელოს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016