ზურაბ ვაზაგაშვილის მამა პოლიტიკოსებს სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდებს. იური ვაზაგაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში იმ ადამიანების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომლებიც, მისი განმარტებით, წლების განმავლობაში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით აქციებს მართავდნენ.
„სად არის ის ხალხი, რომელიც ქუჩაში ჩვენთან ერთად სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამოდიოდნენ და დღეს თანამდებობებზე არიან? სად ხართ ზვიად ძიძიგურო, სად ხარ გია გაჩეჩილაძევ, შენ სად ხარ, სად დაიკარგე ზაქარია ქუცნაშვილო, ხიდაშელო, გუჯაბიძევ, ბესელიავ?! რატომ აღარ საუბრობთ სამართლიანობაზე , ჩვენ ხომ ამის გამო მოგიყვანეთ ხელისუფლებაში. მოითხოვეთ და მოუწოდეთ პროკურატურას და სასამართლოს სამართლიანი მოქმედებისკენ" - განაცხადა იური ვაზაგაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში. ზურაბ ვაზაგაშვილის მამა მოუწოდებს პოლიტიკოსებს, არ გამოიყენონ მისი განცხადებები პოლიტიკური ქულების დასაწერად.