reportiori.ge - დაუბრუნეთ ქართველ ბავშვებს დიდი რაფიელ ერისთავი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დაუბრუნეთ ქართველ ბავშვებს დიდი რაფიელ ერისთავი!
ავტორი:
14 მარტი, 2014. 20:35



ამასწინათ ერთმა ნაცნობმა მითხრა, იცი, რომ სკოლებში „სამშობლო ხევსურისა“ აღარ ისწავლებაო?! რომ გითხრათ, გამიკვირდა-მეთქი, ნამდვილად მოგატყუებთ, მაგრამ ამ ამბავმა იმაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს, ვაჟას არწივისა არ იყოს, კვლავაც ათასი ჯურის ყვავ-ყორანი კორტნის!..

 

პარადოქსული დამთხვევაა, მაგრამ სწორედ ამ დღეებში – 4 მარტს, ზუსტად 113 წლის წინათ, ანუ 1901 წლის 4 მარტს, გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი და პატრიოტი რაფიელ ერისთავი –  ავტორი ლექსისა „სამშობლო ხევსურისა“.

მეტსაც გეტყვით: წელს, 9 აპრილს, რაფიელ ერისთავის დაბადებიდან ზუსტად 190 წელი შესრულდება!..

დიახ, დიდი რაფიელ ერისთავი 1824 წელს ზუსტად იმ დღეს არის დაბადებული, რა დღესაც ზუსტად 173 წლის შემდეგ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა!

სამწუხაროდ,  საქართველოში განხორციელებული დამანგრეველი და დივერსიული „განათლების რეფორმის“ გამო, ჩვენმა ახალგაზრდებმა – სკოლის მოწაფეებმა თუ სტუდენტობამ, არც კი იციან, რომ, იაკობ გოგებაშვილთან ერთად, სწორედ რაფიელ ერისთავია მიჩნეული ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლად!

ის კი არა, თვით ვაჟა-ფშაველა აღიარებდა რაფიელ ერისთავს თავის მეკვლედ და მასწავლებლად!

„რაფიელის ლექსებმა, როგორც საერო კილოთი ნაწერმა და ისიც ჩვენებურის მთის კილოთი, სხვანაირად ააჩქროლა ჩემი გული, სხვანაირად შესძრა იგი. ჩვენმა სახელოვანმა მხცოვანმა მგოსანმა, რაკი საერთო კილო დაუმკვიდრა ლექსებს და ჟურნალმა „ივერიამაც“ გზა დაუთმო, მეც გაბედულება შემემატა...“ – წერდა ვაჟა!

ანუ, რაფიელ ერისთავი რომ არა, ვინ იცის, შესაძლოა, ქართულ პოეზიას ისეთი ელვარე ოქრო და ბრილიანტიც კი დაეკარგა, როგორიც ვაჟა-ფშაველაა!

უფრო ზუსტად, მხოლოდ ქართულს კი არა, მსოფლიო პოეზიას!!!

აი, ასეთი დიდი პოეტი, ეთნოგრაფი, დრამატურგი, ისტორიკოსი, ლექსიკოლოგი და საზოგადო მოღვაწე იყო რაფიელ დავითის ძე ერისთავი!

და როგორც ისტორიული წყაროები იუწყებიან, რაფიელ ერისთავის დაკრძალვას ზღვა ხალხი დასწრებია! ერისკაცის ნეშტი თელავიდან ხევსურეთში, სოფელ ქისტაურში წაუსვენებიათ და ამ პროცესს წინ ძაძებით მოსილი ხევსური ცხენოსნები მიუძღოდნენ!..

ცნობილია ისიც, რომ 1911 წელს რაფიელ ერისთავის საფლავი ქისტაურში აკაკის მოუნახულებია და პანაშვიდიც გადაუხდია!

როგორც კი გავიგე, რომ სასკოლო პროგრამიდან „სამშობლო ხევსურისა“ ამოიღეს, ეს არაერთ ნაცნობ პედაგოგთან და სკოლის დირექტორთან გადავამოწმე! სამწუხაროდ, ყველამ დამიდასტურა, რომ ეს ანტიქართული დივერსია კახა ლომაიას ცნობილი „რეფორმების“ დროს მოხდა!

არადა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, მე „კარგად მესმის“ სოროსის ბუნაგის ცნობილი ვირთხის – კახა ლომაიას ამ ქმედების არსი.

„სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ

და მისროლია ისარი,

სად მამა-პაპა მეგულვის,

იმათი კუბოს ფიცარი,

სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, –

ჩემი სამშობლო ის არი...“

აბა, ბავშვი ამ სტრიქონზე რომ გაიზრდება, მერე როგორღა იგუებს სამშობლოს მმართველებად უჯიშო სააკაშვილსა და ლომაია-მერაბიშვილსებს?!

„არ გავცვლი სალსა კლდეებსა

უკვდავების ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს

სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..“

ამას რომ ქართველ ყმაწვილს ასწავლი, აბა, მერე, როგორღა მოატყუებ, რომ „ჭეშმარიტება“ სამშობლოზე მაღლა დგას?!

„ბარად რომ მომცე დიდება,

ქონება უთვალავია,

სასახლე ოქროს ტახტითა,

ჯარი და ზღვაზე ნავია,

არა ვინდომო ეგენი,

არ მოკვდეს ჩემი თავია...“

ამას რომ გაისიგრძეგანებს და შეისისხლხორცებს ქართველი ყრმა, აბა, მერე როგორღა გაყიდის 30-ვერცხლიან გრანტად დედასამშობლოს?!

„სამშობლო, დედის ძუძუი,

არ გაიცვლების სხვაზედა

ორივ ტკბილია, ძმობილო,

მირჩევნის ორთავ თვალზედა,

როგორც უფალი, სამშობლოც

ერთია ქვეყანაზედა...“

ეს უკვე განაჩენია „დალესის დოქტრინისთვის“!

ეს უკვე თავდაყირა აყენებს სააკაშვილ-ლომაიას პატრონთა ახალ მსოფლიო წესრიგს!

აი, ამიტომაც, სააკაშვილმა და ლომაიამ ეს „აკრძალულ ლიტერატურად“ უქციეს ჩვენს შვილებს!...

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დიდი რაფიელის „სამშობლო ხევსურისას“ სასკოლო პროგრამიდან ამოღება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს, ქართველი ხალხისა და, რაც მთავარია, ქართველი ბავშვების წინაშე ჩადენილი ენით აუწერელი დანაშაულია!..

სააკაშვილსა და ლომაიას ეს რომ არ გაეკეთებინათ, გასაკვირი ის იქნებოდა!

მაგრამ ნამდვილად გასაკვირია პირველ ოქტომბერს ქართველი ხალხის ოცნებების ასახდენად ხალხის მიერვე ხელისუფლებაში მოყვანილმა კოალიციამ დღემდე რატომ არ გამოასწორა ეს უდიდესი დანაშაული?!

ამ სამართლიანობის აღსადგენად ხომ სააკაშვილის და ლომაიას ვირის აბანოში გამოკეტვა არაა საჭირო – მხოლოდ განათლების მინისტრის ერთი პატარა ბრძანებაა საკმარისი!

და თუ საამისოდ თხოვნაა საჭირო, კი ბატონო, ამაზეც თანახმა ვარ:

ქალბატონო თამარ სანიკიძევ, მუხლმოდრეკილი გევედრებით, დაუბრუნეთ ჩვენს შვილებს დიდი რაფიელ ერისთავი და უკვდავი სამშობლო ხევსურისა“!

და კიდევ, თუ ეს არ კმარა:

ბატონო პრემიერ-მინისტრო, უმორჩილესად გემუდარებით, იქნებ პირადად მიაქციოთ ყურადღება ქალბატონი თამარისადმი ჩემს მიერ მუხლმოდრეკილად აღვლენილ ხვეწნა-მუდარას!..

 

სამშობლო ხევსურისა

 

„სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,

სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,

სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, – ჩემი სამშობლო ის არი...“

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

 

მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,

ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,

ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავების ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

 

ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,

სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,

იქ მიჯობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავების ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

 

ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,

სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,

არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავების ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

 

„სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,

ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორთავ თვალზედა,

როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავების ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

 

გიორგი გიგაური

გაზეთი „ასავალ-დასავალი“

 

10. 03. 2014 წ.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016