reportiori.ge - ლევან ბერძენიშვილი: კიდევ ერთხელ ვუხდი მარიამ კოჩალიძის ოჯახს ბოდიშს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 05:47
საზოგადოება
ლევან ბერძენიშვილი: კიდევ ერთხელ ვუხდი მარიამ კოჩალიძის ოჯახს ბოდიშს
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 16:08

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ მარიამ კოჩალიძის ოჯახს ბოდიშს უხდის. როგორც ბერძენიშვილმა „რეპორტიორთან" განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნათქვამი არასწორედ იყო აღქმული, ბოდიშს იხდის გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წინაშე.

უკვე მოვიხადე ბოდიში და კიდევ ერთხელ ვიხდი თქვენი საშუალებით. ჩვენ როგორც პარლამენტის წევრები, უნდა ვუზრუნველყოფდეთ იმას, რომ მსგავსი ტრაგედიები არ ხდებოდეს ქვეყანაში. ჩემი ნათქვამი არასწორეად იყო აღქმული. ვთქვი, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, როცა ასახელებენ საჯაროდ, მაგრამ იქვე დავამატე,  მეც დავარღვევდი ამ უფლებას, ასეთი დამნაშავის მიმართმეთქი. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს ბოდიშის მოხდა. რამდენჯერაც გახდება საჭირო იმდენჯერ მოვიხდი. გარკვეული გაგებით ეს არის ჟურნალისტის ბრალიც, რადგან სათაურში გამოტანილი იყო წინადადების მხოლოდ ფრაგმენტი, ეს ჩვეულებრივი ჟურნალისტური ხერხია. მომავალში გაცილებით ფრთხილად ვიქნები ჟურნალისტებთან ურთიერთობის დროს, რადგან ბოლო ხანებში ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო."-განცხადა ლევან ბერძენიშვილმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016