reportiori.ge - საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:53
სამართალი
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 16:45

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. 

როგორც მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, შეხვედრის მიზანი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან საინტერესო საკითხების დაყენება და სასამართლოს მუშაობის კუთხით პრობლემის აღმოჩენა იყო.  

მისივე თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე საინტერესო წინადადებაც გაისმა, ამავდროულად საუბარი  სასამართლოს დატვირთულობის, საქმეთა განაწილების პრინციპს, მოსამართლეთა გადმოყვანასა და რაოდენობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო. 
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, იქნება სიახლეები, კერძოდ, სასამართლოს ყველა გადაწყვეტყილება ვებ-გვერდზე განთავსდება და სასამართლოს გამჭვირვალობის კუთხით სასამართლოს თავმჯდომარის ყველა ბრძანება ღია იქნება. 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით კი, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად საქმეთა განაწილების წესს ეხებოდა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრ კითხვას წარმოშობდა.
"ცალსახად მივესალმებით საქალაქო სასამართლოს ინიციატივას დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს, ფაქტობრივად, შიდა სამზარეულო გაგვაცნო", - აღნიშნა კოჟორიძემ. 
მისივე თქმით, არსებობს გარკვეული შენიშვნები, რომ აღნიშნული საკითხი ნორმატიურად უკეთესად იყოს დარეგულირებული.
როგორც საიას თავმჯდომარემ აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მთავარი პრობლემა მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობაა, ამიტომ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი.
"თუ ჩვენ გვინდა გადაწყვეტილებების ხარისხის გაზრდა და თუ ერთ მოსამართეს დღეში 15 საქმე დაეწერება, ფიზიკურად ეს შეუძლებელი იქნება", - გაგნაცხადა კოჟორიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016