მაიას ტომის ორასზე მეტმა წარმომადგენელმა ფილმ „იესოს" ნახვის შემდეგ ქრისტიანობა მიიღო. იესოს ცხოვრებაზე გადაღებული დოკუმენტური დრამა ლუკას სახარების მიხედვითაა შექმნილი და იგი ასობით ენაზე ითარგმნა.
ფილმის აღმასრულებელი დირექტორის ერიკ შენკელის განცხადებით, მაიას ენაზე ნათარგმნ ფილმს ყოველ საღამოს 500-მდე მცხოვრები უყურებდა.
,,მესამე საღამოს, ჩვენ განსაკუთრებით ვიყავით შეძრულნი მაიას ტომის ორი მოხუცი ქალბატონით, რომლებიც პირველ რიგებში ისხდნენ. ფილმის ნახვის პირველივე წუთებიდან, ისინი მთელი არსებით იყვნენ ჩართულნი და მონუსხულნი ფილმით დიდ ეკრანზე, სადაც მსახიობები მათ მშობლიურ ენაზე საუბრობდნენ. როდესაც ქრისტე შეიპყრეს, ეს ორი ქალბატონი წინ გადაიხარა და ეკრანს მიაშტერდა. ბავშვებიც კი გაჩუმდნენ. როდესაც იესო ჯვარს აცვეს, ყველამ ერთად ამოიოხრა და როდესაც გაისმა მოწოდება სინანულისკენ, ეს ქალბატონები წინ გავიდნენ სალოცავად და მიიღეს ქრისტე, როგორც საკუთარი ღმერთი და მხსნელი", - განაცხადა ერიკ შენკელიმ.