reportiori.ge - შსს-მ ვაკის რაიონის გამგეობაში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:34
სამართალი
შსს-მ ვაკის რაიონის გამგეობაში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 16:58

შსს-მ ვაკის რაიონის გამგეობაში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 აგვისტოს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის და მისი თანაშემწის ოთახიდან მოპარული ნივთები: პერსონალური კომპიუტერი და ფოტოაპარატი ამოიღეს. ცნობილია ეჭვმიტანილის ვინაობაც. 
გამოძიებამ დაადგინა, რომ მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, 1993 წელს დაბადებული ჯონი ჯ. მორიგეობის დასრულების შემდეგ გამგებლის მოადგილის - რამაზ ლომინაძის სამუშაო ოთახში შევიდა და ფარულად დაეუფლა მის პირად კომპიუტერს, ხოლო მისი თანაშემწის ოთახიდან "ნიკონის" ფირმის ფოტოაპარატი წაიღო. ამის შემდეგ ჯონი ჯ. დაუკავშირდა თავის მეგობრებს: დავით ს-ს და ვალერიან ც-ს და მათ მოპარული ნივთების ლომბარდში ჩაბარება სთხოვა. მოგვიანებით კი გაუმხილა, რომ კომპიუტერი და ფოტოაპარატი გამგეობის შენობიდან მოიპარა. 
ჯონი ჯ.-ს მეგობრები დავით ს. და ვალერიან ც. მოწმის სახით დაიკითხნენ. თავად მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს კი ამ დრომდე ეძებენ.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით). 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016