reportiori.ge - დაკარგული გოგონას დედა პოლიციას დახმარებას სთხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:23
რეგიონები
დაკარგული გოგონას დედა პოლიციას დახმარებას სთხოვს
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 17:45

ბათუმთან ახლომდებარე, სოფელ ახალშენში დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის დედა ლამზირა მახარაძე პოლიციას მიმართავს. ლამზირა მახარაძის განუცხადებით მისი შვილის ადგილსამყოფელის სესახებ არაფერი არის ცნობილი.  "პოლიციას მივმართავთ დასახმარებლად. ვითხოვ, მაჩვენონ, რომ ჩემი შვილი ცოცხალია. არავის არ ვემუქრები და არ ვაშინებ, მაჩვენონ ჩემი შვილი. დღეს ჩამოვფრინდი თურქეთიდან. არავითარი ეჭვი არავის მიმართ არ გამაჩნია. ვიცოდი ბავშვს ჰყავდა შეყვარებული, მაგრამ მასთან ერთად არ არის. უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ვისთანაც საერთოდ კონტაქტობდა ყველას გავესაუბრეთ და არავის არ აქვს ინფორმაცია." - აღნიშნა ლამზირა მახარაძემ.
მისივე თქმით, პოლიციამ გააკონტროლა გოგონას სატელეფონო ზარები და მათ შორის 7 აგვისტოს 15:10 წუთზე გაგზავნილი ტექსტური შეტყობინება, რომლის შინაარსიც უცნობია. როგორც ლამზირა მახარაძე აცხადებს, პოლიციამ ყველა პირი დაკითხა, თუმცა არავინ არაფერი იცის დარეჯან დიასამიძის შესახებ:
"7 აგვისტოს რა ნომრებიც დაფიქსირდა ჩემი შვილის ტელეფონში, პოლიციამ ყველა გააკონტროლა, ყველა მიიყვანეს პოლიციაში და ჯერჯერობით ვერაფერი დაადგინეს. არავინ ამბობს, რომ რამე კავშირი აქვთ მის დაკარგვასთან დაკავშირებით. პოლიციის გარდა, მთელი სოფელი ფეხზე დგას. ყველას გავაგებინეთ. პარლამენტარი მურმან დუმბაძეც საქმის კურსშია, მთელი სამინისტრო და მთელი საქართველო ფეხზე დგას, მაგრამ ჩემი შვილი ვერავინ იპოვა."- აცხადებს დიასამიძე.
დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს დილით, 10:00 საათიდან გაუჩინარდა. მოზარდი ბოლოს ბიცოლასთან, მეზობელ სოფელში, ქვედა სამებაში იმყოფებოდა, საიდან წასვლის შემდეგაც, სოფელ ახალშენში, მის ოჯახში უნდა დაბრუნებულიყო. ოჯახის წევრები და ნათესავები მოზარდს მესამე დღეა ეძებენ. საქმის კურსშია პოლიციაც. დარეჯან დიასამიძის ფოტოები და ოჯახთან დასაკავშირებლად საკონტაქტო ინფორმაცია ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში, ჯიხურებსა და ავტობუსის გაჩერებებზეა გამოკრული. 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016