reportiori.ge - გამოგონება, რომელიც თვითმფრინავს აფეთქებისგან დაიცავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:11
სხვადასხვა
გამოგონება, რომელიც თვითმფრინავს აფეთქებისგან დაიცავს
ავტორი:
15 მარტი, 2014. 18:51


კიშინიოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული ალექსანდრე ბალან ამტკიცებს, რომ მისი იდეის განხორციელების შემთხვევაში ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავი აღარ აფეთქდება, ხოლო მგზავრები აღარ  დაიღუპებიან.


ქიმიური შენაერთების სითხეს, რომელიც ავტორმა შეიმუშავა SIAAB1 2013-ასე ჰქვია. იგი შეერევა საავიაციო საწვავს. ქიმიური შენაერთის ერთი ლიტრი 100 ლიტრ საწვავზე საკმარისია იმისთვის, რომ კატასტროფის შემთხვევაში SIAAB1 2013 საწვავს მყარ მწვანე ფერის მასად იქცეს  და ნავთის აალება შეუძლებელი  გახდეს.


მეორე სისტემაა SIAAB2 2013, რომელიც სითხის და ქაფის ჰიბრიდია, მისი შემადგენლობა  გასაიდუმლოებულია. მეორე სისტემა უშუალოდ ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავს. იგი სპეციალურ ტიტანის კაფსულებშია მოთავსებული და  კატასტროფამდე 8 წამით ადრე კაფსულა ავტომატურად იწყებს მოქმედებას, სალონი ქაფით ივსება  და მყარდება, ასევე დამცავ გარსს მგზავრების გარშემო ქმნის, რაც გარანტიას იძლევა, რომ დანარცხების შედეგად მგზავრები ტრამვას არ მიიღებენ. კატასტროფიდან 30 წამის შემდეგ ქაფი ისევ სითხედ იქცევა და საწყის მდგომარეობას უბრუნდება. ქიმიური შენაერთი არც თვალებს წვავს და არც კანს აღიზიანებს.


ალექსანდრე ბალანის გამოგონებამ მსოფლიოში ნამდვილი ფურორი გამოიწვია. მისი გამოგონებით პირველად ჩინური ტექნიკური კორპორაცია დაინტერესდა. კომპანია მზადაა რამდენიმე მილიარდი გადაიხადოს, თუმცა პროექტი არც ნატო-ს გამოპარვია მხედველობიდან.


პროექტის ტესტირება კალიფორნიაში, პოლიგონზე მოხდება. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში,  უსაფრთხოების ეს სისტემა მთელს მსოფლიოში დაინერგება როგორც საავიაციო, აგრეთვე საავტომობილო მრეწველობაში.



(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016