reportiori.ge - წერილი გერმანიიდან: არ დაუშვათ კულტურული ძეგლის განადგურება და აღადგინეთ საყდრისის სტატუსი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:06
კულტურა
წერილი გერმანიიდან: არ დაუშვათ კულტურული ძეგლის განადგურება და აღადგინეთ საყდრისის სტატუსი!
15 მარტი, 2014. 19:12

ბოხუმის რურის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორ-დოქტორი ელმარ ვაილერი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას საყდრისთან დაკავშირებით ვრცელი წერილით მიმართავს.

 

ბატონო მინისტრო,

პროფესორ შტოლნერისაგან ეხლახან შევიტყვე, რომ საყდრისის ოქროს მაღაროსათვის მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი გაუქმდა და დაგეგმილია ტერიტორიის გამოყენება ღია სამთამადნო მრეწველობისათვის.

 

ნება მომეცით მოგმრთოთ, როგორც ჩემი, ასევე ჩვენი უნივერსიტეტის სახელით და გთხოვით, რომ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა არ დაუშვათ კულტურული ძეგლის ამგვარი გამოუსწორებელი განადგურება და აღადგინოთ საყდრისის, როგორც დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სტატუსი.


როგორც ბოლო დროს განხორციელებულმა პროექტებმა (როგორიცააოქრო საქართველოში( gold in Georgia, 2004-2011) დამარილის, სპილენძისა და ოქროს სამთამადნო მრეწველობის დასაწყისი კავკასიაში") გვიჩვენეს, ეჭვ გარეშეა ის ფაქტი, რომ საყდრისში ოქროს მოპოვება ქრისტეს შობამდე მეოთხე საუკუნიდან წარმოებდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მფარველობაში იმყოფება ჩვენთვის ცნობილი მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღარო.


საქართველოს არქეოლოგიის ინსტიტუტის (თბილისი), ბოხუმის რურის უნივერსიტეტის და გერმანიის სამთამადნო მუზეუმის ერთობლივი ძალებით ბოლო წლებში განხორციელებული მაღაროს შესწავლა, რომელიც შესრულებული იყო ქართველი და გერმანელი მკვლევარების მიერ, შთამბეჭდავი დემონსტრირებაა იმისა, რომ საერთაშორისო და დისციპლინათშორისი თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია ევროპაში მეცნიერებისა და კვლევების წინსვლისათვის, რომ მედია დღემდე აშუქებს საყდრისთან დაკავშირებულ მოვლენებს და რომ დაფინანსება უზრუნველყოფილი იყო ფოლკსვაგენის ფონდისა და გერმანიის კვლევის ფონდის მიერ.


ჩვენი უნივერსიტეტი დიდად არის დაინტერესებული იმით, რომ საყდრისის ოქროს მაღარო, როგორც მსოფლიოს უნიკალური კულტურის ძეგლი, დაცული იყოს სამომავლო კვლევისა და შესწავლისათვის. ჩვენი აზრით, ტრაგედია იქნებოდა თუ ამას ხელს შეუშლიდა ძეგლის კომერციული მიზნით, ღია სამთამადნო მრეწველობისათვის გამოყენება, რაც ამ ეტაპზეა დაგეგმილი. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა არ დაუშვათ ძეგლის განადგურება და შეუნარჩუნოთ საყდრისი, როგორც თქვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, მომავალი თაობის მკვლევარებსა და მთლიანად ქართველ ხალხს,"- ნათქვამია ვაილერის წერილში.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016