ამ წუთებშიც არ წყდება ხალხის ნაკადი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებულია მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ტაძრის ეზოდან, და შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში, შესაძლოა, 23 მარტის შემდეგაც დარჩეს ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილები...
როგორც მოგეხსენებათ, ამ რამდენიმე დღის წინ, „რეპორტიორთან" საუბარში საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოსო ტყებუჩავამ განაცხადა: „მრევლის დიდი ნაკადის გამო ერთი კვირა კიდევ უნდა დარჩენილიყო სამების საკათედრო ტაძარში მამა გაბრიელისწმინდა ნაწილები, მაგრამ ჯვართაყვანისცემის კვირას, პატრიარქის ქადაგება იქნება და სწორედ ამ ქადაგებისას გაირკვევა,ზუსტად როდის მოხდება მამა გაბრიელის ნეშტის გადასვენება".
ასევე, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი არ გამორიცხავს, რომ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები 23 მარტის შემდეგაც დარჩეს სამების საკათედრო ტაძარში და ეს დამოკიდებული იქნება მრევლის სურვილზე.
„თუ ეს რიგები არ შეწყდა, ვუშვებთ, რომ მრევლს კიდევ მიეცემა საშუალება მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მოილოცონ", - აცხადებს დეკანოზი მიქაელი.
(ფოტორეპორტაჟის ავტორი: ხატია სულაბერიძე)