reportiori.ge - რესტორან "ლოფტში" ჩხუბის გამო ხუთი ადამიანია დაკავებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:38
სამართალი
რესტორან "ლოფტში" ჩხუბის გამო ხუთი ადამიანია დაკავებული
ავტორი:
10 აგვისტო, 2013. 11:00

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო სამართალდამცავებმა  ხუთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი , ნინო გიორგობიანი აცხადებს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩხუბი მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ლოფტში" წუხელ მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სროლაც მოჰყვა. 

პერსონალი წუხელ მომხდარი ჩხუბის ფაქტს ადასტურებს, თუმცა სროლის ფაქტს უარყოფს. 
რესტორნის თანამშრომლები მომხდარს დეტალურად არ ყვებიან, თუმცა აცხადებენ, რომ ღამით სტუმრებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა, რაშიც რესტორნის დაცვა ჩაერია. დაცვის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016