reportiori.ge - ზურაბ აბაშიძის განცხადებით რუსეთთან ურთიერთობის დათბობაზე საუბარი ნაადრევია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:19
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძის განცხადებით რუსეთთან ურთიერთობის დათბობაზე საუბარი ნაადრევია
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 15:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, სააგენტო „რეპორტიორთან“ გენადი ონიშენკოს დღეს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. „ქართული ღვინო ნელ-ნელა შედის რუსულ ბაზარზე. უკვე მაღაზიებშიც გამოჩნდა. ბატონ ონიშენკოსაც მოსწონს, რადგან დღეს უკეთესი ხარისხია, ვიდრე ადრე იყო. ესაა იმ დიალოგის  შედეგი, რომელიც საქართევლოს მთავრობის და პირადად პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო“,– აღნიშნა აბაშიძემ. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მიმდინარეობს პროცესები იმ ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელშიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღმოჩნდა. „ახლა ვსაუბრობთ არა ურთიერთობის დათბობაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც 2008 წლის შემდეგ აღმოვჩნდით. პროგრესი, წარმატება ასეთ ტერმინებს ჯერჯერობით არ ვხმარობთ, რადგან ახლა მხოლოდ არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის მცდელობებია.“ შეგახსენებთ, ონიშენკო რუსეთში წარდგენილი ქართული ღვინის ხარისხით კმაყოფილია. თუმცა აცხადებს, რომ ქართული ღვინის იმპორტი რუსულ ბაზარზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. „პრინციპში, კმაყოფილი როგორ უნდა ვიყო, როდესაც საუბარი ალკოჰოლს ეხება? თუმცა ღვინის ის პარტიები, რომლებიც მოწმდება, დასაშვებ ნორმებში ჯდება“,– აღნიშნა ონიშენკომ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016