„მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა"-ზე ქართველმა პოლიციელმა მოკრივემ ედუარდ იმერლიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. იგი ფინალურ შეხვედრაში ფრანგ სპორტსმენს შეხვდა. დაძაბული ორთაბრძოლა ქართველმა მოკრივემ გამარჯვებით დაასრულა და ოქროს მედალიც დაისაკუთრა.იმავე დღეს ქართველმა მკლავჭიდელებმა 6 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.102 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თენგიზ ედილაშვილი - მარჯვენა და მარცხენა ხელით გამართულ შეჯიბრში გამოვიდა და 2 ოქროს მედალი დაისაკუთრა.ვლადიმერ კობახიძემ 80 კგ წონით კატეგორიაში ასევე ორივე ხელით იასპარეზა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა.მძიმე წონით კატეგორიაში ლევან საგინაშვილმაც ასევე ორი ხელით იბრძოლა და მანაც 2 ოქროს მედალი აიღო. 100 კგ წონით კატეგორიაში კი გელა გელაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გამართულ „მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა"-ზე წელს, პირველად მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკრებმა მონაწილეობა. დღეისათვის შსს-ს ნაკრებს სპორტის 7 სახეობაში 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ოლიმპიადა 12 აგვისტოს დასრულდება.