ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდი "ბალკლი" ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა. აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდის "ბალკლის" დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში კომონდორი ფილიპ სობეკი, გემის კაპიტანი მეთ ფილიპსი და საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ ბრეიკი არიან. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. არჩილ ხაბაძემ ამერიკელ სტუმრებს რეგიონის საზღვაო პოტენციალი, ბათუმის პორტის და ქართული ფლოტის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო.
ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ამერიკული გემის ეკიპაჟი სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ერთობლივი წვრთნები და ბათუმის პორტში. დღესვე ამერიკელი სტუმრები სასაზღვრო პოლიციის დირექტორს პოლკოვნიკ კობა ბოჭორიშვილის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორს კაპიტან ლაშა ხარაბაძეს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან.
„აღნიშნული ვიზიტი ემსახურება რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის გამტკიცებას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც თეორიული სწავლების ასევე პრაქტიკული წვრთნების ჩატარება, რომელიც გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია სანაპირო დაცვისთვის". - განაცხადა ლაშა ხარაბაძემ.
ამერიკელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთრა ხომალდზე უმასპინძლებენ