ყვითელი
მიკ ჯაგერის მეგობარმა ქალმა ლორენ სკოტმა თავი ჩამოიხრჩო
18 მარტი, 2014. 13:48
Rolling Stones-ის სოლისტის მიკ ჯაგერის მეგობარი ქალი, ყოფილი მოდელი და დიზაინერი ლორენ სკოტი ნიუ იორკში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მან თავი ჩამოიხრჩო.
ავსტრალიაში გასტროლზე მყოფი მუსიკოსის პრესმდივნის განცხადებით, მომღერალი მეგობრის გარდაცვალების გამო შოკშია და აცხადებს, რომ მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა.
49-წლის ლორენ სკოტი და მიკ ჯაგერი ერთად 2001 წლიდან არიან. მოდელის კარიერის დასრულების შემდეგ, იგი ტანსაცმლის დიზაინით იყო დაკავებული. ბოლო დროს კი ტანსაცმლის საკუთარ ხაზზე მუშაობდა.
(მოამზადა თეო ტაბატაძე)
05 თებერვალი, 2016. 12:24
02 იანვარი, 2016. 12:16
04 დეკემბერი, 2015. 11:00
04 დეკემბერი, 2015. 00:15
14 ოქტომბერი, 2015. 16:44
14 ოქტომბერი, 2015. 10:53