reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: დაზარალებული მოქალაქეები პროკურატურისგან დაცინვის ობიექტები არიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:50
საზოგადოება
ნიკოლოზ მჟავანაძე: დაზარალებული მოქალაქეები პროკურატურისგან დაცინვის ობიექტები არიან
ავტორი:
10 აგვისტო, 2013. 15:23

უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მთავარ პროკურატურას უკანონოდ გასამართლებული  და საკუთრება  წართმეული პირების   საქმეების გადახედვისკენ მოუწოდებს.  
ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
,,ყველა მოთმინების ფიალა აივსო და გადაივსო,   ცხრა თვეზე მეტია  სააკაშვილის რეჟიმისგან დაზარალებული მოქალაქეები საქართველოს მთავარი პროკურატურისგან მხოლოდ დაცინვის და მასხრად აგდების ობიექტები   არიან.
ყოველივე ამან ვფიქრობთ, რომ  შეიძლება უახლოეს პეიოდში  ძალზედ სავალალო შედეგი გამოიღოს, ვინაიდან როდესაც ხელისუფლება არ იწყებს და არ ახორციელებს სამართლიანობის  აღგდენას უკვე ხალხი იწყებს ამის განხორციელებას რისი დასტურიცაა რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებზე   ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრებზე განხორციელებული თავდასხმები . 
 სიტუაცია  უკიდურესად  დაიძაბება, თუკი    არ დაიწყება იმ პირთა   პასუხისგებაში მიცემა, ვინც ამ ცხრა წლის მანძილზე  საქართველოში უკანონობის და ძალმომრეობის დამკვიდრებას ახორციელბდა.
,,უფლებადამცველთა გაერთიანებისათვის" სავსებით გასაგებია თუ რა დაწოლის ქვეშ არის დასავლეთიდან  დღევანდელი ხელიფულება.    დასავლეთი  რომელიც   სააკაშვილის რეჟიმს  ციხის კადრების გავრცელებამდე  აქტიურად უჭერდა მხარს ნამდვილად  არ სურს გასამართლდეს ის გუნდი,  რომელსაც  დემოკრატიის შუქურად  მიიჩნევდა.   თუკი ხელისუფლებამ კვლავაც აქტიურად      გააგრძელა კოჰაბიტაცია  მაშინ  ხალხის რისხვას, როგორც  სააკაშვილის  დაამნაშავე რეჟიმი ასევე ,,ქართული ოცნებაც'' ის ვერ გაექცევა.ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება ქართველი  ხალხისადმი არ ყოფილა კოჰაბიტაცია დამნაშავეებთან. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ,,უფლებადამცველთა გაერთიანება" ქვეყანაში მოსალოდნელი  კრიმინოგენური სიტუაციის გამწვავებასთან  დაკავშირებით მთლიანად მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს  საქართველოს მთავარ პროკურატურას და ხელისუფლებაში მყოფ იმ მაღალჩინოსნებს, ვინც ყოველდღიურად წინა ხელისუფლების წევრთა მიმართ გაუგებარ და აუხსნელ პოლიტიკას აწარმოებს.  თუკი  არ  დაიწყება სამართლიანობის აღდგენა, რომელსაც  ქართველი ხალხი  ცხრა თვე  ელის, უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ სისხლიან დაპირისპირებებს მთელი საქართველოს მასშტაბით,"-
აცხადებს მჟავანაძე. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016