უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მთავარ პროკურატურას უკანონოდ გასამართლებული და საკუთრება წართმეული პირების საქმეების გადახედვისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
,,ყველა მოთმინების ფიალა აივსო და გადაივსო, ცხრა თვეზე მეტია სააკაშვილის რეჟიმისგან დაზარალებული მოქალაქეები საქართველოს მთავარი პროკურატურისგან მხოლოდ დაცინვის და მასხრად აგდების ობიექტები არიან.
ყოველივე ამან ვფიქრობთ, რომ შეიძლება უახლოეს პეიოდში ძალზედ სავალალო შედეგი გამოიღოს, ვინაიდან როდესაც ხელისუფლება არ იწყებს და არ ახორციელებს სამართლიანობის აღგდენას უკვე ხალხი იწყებს ამის განხორციელებას რისი დასტურიცაა რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებზე ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრებზე განხორციელებული თავდასხმები .
სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება, თუკი არ დაიწყება იმ პირთა პასუხისგებაში მიცემა, ვინც ამ ცხრა წლის მანძილზე საქართველოში უკანონობის და ძალმომრეობის დამკვიდრებას ახორციელბდა.
,,უფლებადამცველთა გაერთიანებისათვის" სავსებით გასაგებია თუ რა დაწოლის ქვეშ არის დასავლეთიდან დღევანდელი ხელიფულება. დასავლეთი რომელიც სააკაშვილის რეჟიმს ციხის კადრების გავრცელებამდე აქტიურად უჭერდა მხარს ნამდვილად არ სურს გასამართლდეს ის გუნდი, რომელსაც დემოკრატიის შუქურად მიიჩნევდა. თუკი ხელისუფლებამ კვლავაც აქტიურად გააგრძელა კოჰაბიტაცია მაშინ ხალხის რისხვას, როგორც სააკაშვილის დაამნაშავე რეჟიმი ასევე ,,ქართული ოცნებაც'' ის ვერ გაექცევა.ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება ქართველი ხალხისადმი არ ყოფილა კოჰაბიტაცია დამნაშავეებთან. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ,,უფლებადამცველთა გაერთიანება" ქვეყანაში მოსალოდნელი კრიმინოგენური სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით მთლიანად მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს მთავარ პროკურატურას და ხელისუფლებაში მყოფ იმ მაღალჩინოსნებს, ვინც ყოველდღიურად წინა ხელისუფლების წევრთა მიმართ გაუგებარ და აუხსნელ პოლიტიკას აწარმოებს. თუკი არ დაიწყება სამართლიანობის აღდგენა, რომელსაც ქართველი ხალხი ცხრა თვე ელის, უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ სისხლიან დაპირისპირებებს მთელი საქართველოს მასშტაბით,"- აცხადებს მჟავანაძე.