2013 წელს საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით კვლევა ჩატარდა, რომელიც ქართველი მამაკაცების შესახებ საინტერესო პორტრეტს იძლევა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში მამების 82% სკოლამდელი ასაკის შვილებს არ უკითხავს წიგნებს, არ უმზადებს საჭმელს, არ მიჰყავს სკოლაში ან გასართობად. 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მამების 93% არ ესაუბრება მათ მასწავლებლებს, არ უმზადებს საჭმელს, არ უკითხავს წიგნებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კაცების 54% ფიქრობს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა არსებობს.
არანაკლებ საინტერესოა ამ გამოკითხვის შედეგები კითხვაზე - თუ რა ასაკში იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას საქართველოში ქალები და მამაკაცები. გამოკითხვის თანახმად, მეტწილად, 18 წლამდე სქესობრივი კავშირი ჰქონია გამოკითხული მამაკაცების 69 და ქალების 16%-ს.