შს აჭარის მთავრი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის მშობლებს დახმარებას დაპირდა. დილიდან დაკარგული გოგონას ოჯახის წევრები ახლობლები და ნათესავები სოფელ ახალშენის პოლიციის შენობასთან არიან შეკრებილები და პოლიციას ძებნის გაძლიერების თხოვნით მიმართავენ.
ვალერი თელია ახალშენის პოლიციასთან 20-მდე საპატრულო პოლიციის თანამშრომელთან ერთად მივიდა და მშობლებს დახმარება აღუთქვა.
მშობლებთან საუბრისას ვალერი თელიამ აღნიშნა, რომ გოგონას ძებნის საკითხთან დაკავშირებით შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქმის კურსშია.
17 წლის დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს 10:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.
"დამატებითი ძალები არის გამოძახებული. შინაგან საქმეთა მინისტრს პირად კონტროლზე აქვს აღნიშნული საქმე აყვანილი და საათობრივად ვახსენებთ დღის განმავლობაში ჩვენს მიერ გატარებული ყველა სამძებრო ღონისძიებების შესახებ. აქედან გამომდინარე, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დარეჯან დიასამიძის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტი დროულად იქნეს გამოძიებული და გარკვეული თუ სად იმყოფება იგი და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა," - აცხადებს თელია.