reportiori.ge - მარეკ დუდაევი: პაატა ზაქარეიშვილი სიტყვებს ქარს არ ატანს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:59
სამართალი
მარეკ დუდაევი: პაატა ზაქარეიშვილი სიტყვებს ქარს არ ატანს!
ავტორი:
10 აგვისტო, 2013. 19:44

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, ივნისში ამინისტიით გათავისუფლებული, მარეკ დუდაევი რეინტეგრაციის მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან საქართველოს საპატიმროებიდან ოსი პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით  მოლაპარაკების დაწყებას აპირებს.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო "რეგნუმი" ავრცელებს. თავისუფლებაზე მყოფი აქტიურად ვმუშაობ ჩემი დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად - საქართველოს საპატიმროებიდან გათავისუფლდნენ ის პატიმრები, რომლებიც ჯერ ისევ იქ იმყოფებიან. დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება ასრულდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია. მე საქართველოსთან კავშირები მაქვს. ჩემი გაცილებისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა მითხრა, რომ ყოველთვის მზადაა ჩემთან ჰქონდეს საქმე. მე მას რამდენჯერმე დავეკონტაქტე და ვიცი, რომ ის სიტყვებს ქარს არ ატანს", -აცხადებს მარეკ დუდაევი.

მარეკ დუდაევის განცხადებით, ის სასჯელს  განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისთვის  განკუთვნილი საპატიმროში იხდიდა.

ერთი პერიოდი საპატიმროში ოსები მოიყვანეს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი 2005 წლის თებერვალში გორში მომხდარი ტერაქტის გამო. მე პირადად მათ არ შევხვედრივარ, მაგრამ კრიმინალური ავტორიტეტების მეშვეობით სისტემატურად ვუთვლიდი მოკითხვებს. ეს ნიშნავს, რომ მათ მფარველობდნენ და შიგნით მათ არაფერი ემუქრებოდათ. მოგვიანებით ისინი სხვა საპატიმროში გადაიყვანეს, მაგრამ მე მგონია, რომ ისინი ახლაც აბსოლუტურად უსაფრთხოდ არიან", - აღნიშნავს დუდაევი.

შეგახსნებთ, მარეკ დუდაევი 2004 წლის 16 მარტს სოფელ არცევში ქართველი სპეცრაზმელების მიერ იქნა აყვანილი. სროლის დროს დუდაევს 7 ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა.

ქართულმა მხარემ მარეკ დუდაევი თბილისი-მცხეთის სარკინიგზო მონაკვეთზე განხორციელებულ დივერსიაშიც თანამონაწილედ სცნო. მას ბრალი ძარცვა-ყაჩაღობაში, გამოძალვასა და მკვლელობაში ედებოდა. სასამართლომ დუდაევს 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დუდაევმა საპატიმროში 9 წელი გაატარა და წელს და ივნისში ამინისტიით გათავისუფლდა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016