reportiori.ge - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაჭრის ფაქტი გახსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:23
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაჭრის ფაქტი გახსნა
ავტორი:
11 აგვისტო, 2013. 11:58

თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული ალექსანდრე ზ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 9 აგვისტოს, თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სლოტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მკვლელობის მიზნით, 1982 წელს დაბადებულ გიორგი ს-ს მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა და ადგილიდან მიიმალა. გიორგი ს. მიღებული ჭრილობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ალექსანდრე ზ. თბილისში, ძმის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ამავე ბინიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის იარაღი - "ჩე-ზე"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 8 საბრძოლო ვაზნით, ასევე "გეკო"-ს 5 ტყვია.
სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 18-109-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016