სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, რაჭა-ლეჩხუმის საგანგებო სიტუაციების რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, წარმატებული სამაშველო ოპერაცია განახორციელეს.ლენტეხის რაიონში, „ლათური"-ს მთების მოსანახულებლად მყოფი პირები მდინარე ცხენისწყლის სათავის მახლობლად, 2000 მეტრის სიმაღლეზე შეფერხდნენ, რადგან ლაშქრობის ერთ-ერთმა წევრმა ორივე ქვედა კიდურის ტრავმა მიიღო, რის გამოც ხეობიდან მისი სასწრაფო გამოყვანა გახდა საჭირო.შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, ლაშქრობის ყველა წევრს დროულად მიაკვლიეს და ხეობიდან მათი გამოყვანა ვერტმფრენით უზრუნველყვეს.ამ დროისთვის დაშავებული მოლაშქრე გადაყვანილია ქუთაისის ინტერვენციული მედინიცის ცენტრში.