საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბეშუმის დასახლებაში შუამთობას დაესწრებიან.
ტრადიციისამებრ, შუამთობაზე ასული მექორწილე წყვილები ნიშნობის ცერემონიალს გამართავენ და სამახსოვრო საჩუქრებს მიიღებენ. ღონისძიების ფარგლებში თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ აჭარის მაღალმთიანი მუნიცპალიტეტების შემოქმედებითი კოლექტიევები, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. გაიმართება დოღი, რომელშიც ადგილობრივებთან ერთად სტუმრებიც მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქარები გადაეცემათ.
კურორტი ბეშუმი ალპურ ზონაშია განლაგებული. ის არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტი ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე ფუნქციონირებს.