reportiori.ge - დღევანდელ დღეს ოთარ ჭილაძე დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:24
კულტურა
დღევანდელ დღეს ოთარ ჭილაძე დაიბადა
ავტორი:
20 მარტი, 2014. 15:47


ქართველი მწერალი ოთარ ივანეს ძე ჭილაძე დაიბადა 1933 წლის 20 მარტს სიღნაღში, დედის მშობლების სახლში. მამის მხრიდან ოდიშის დიდი ფეოდალების შთამომავალია, მისი გვარი მოხსენებული ჰყავს თითქმის ყველა მისიონერსა და მოგზაურს, რომლებსაც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში მოუწიათ საქართველოში ჩამოსვლა. მშობლები: მამა - ივანე ჭილაძე, ეკონომისტი. დედა - თამარ მათეშვილი. მეუღლე: ნანა თოფაძე-ჭილაძისა (1933-1990). შვილები: ზაზა (1955), თამარი (1962).


მისი ძმა თამაზ ჭილაძე მწერალია, ხოლო შვილი, ზაზა ჭილაძე ინგლისურიდან მთარგმნელი. ოთარი 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. 1946 წელს გადავიდა თბილისში და დაამთავრა ვაჟთა მე-7 სკოლა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით.


მუშაობდა ჟურნალ ცისკარში" (1958-64). იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პ/მგ მდივანი (1964-73), ჟურნალ საბჭოთა ხელოვნების" მთავარი რედაქტორი (1973-81), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1981-87). 1991 წლიდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997 წლიდან ჟურნალ მნათობის" მთავარი რედაქტორი.


პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში პირველი სხივი" 1952 წელს, პირველი პოეტური კრებული მატარებლები და მგზავრები" - 1959. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი ლონდრე" (1965).


ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა 2009 წელს. დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016