reportiori.ge - თემურ ბაბლუანს 66 წელი შეუსრულდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:06
კულტურა
თემურ ბაბლუანს 66 წელი შეუსრულდა
20 მარტი, 2014. 15:54


ქართველი რეჟისორი თემურ ბაბლუანი 1948 წლის 20 მარტს ლენტეხის რაიონში დაიბადა. ცნობილმა რეჟისორმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, თენგიზ აბულაძის და ირაკლი კვირიკაძის სახელოსნო დაამთავრა. თემურ ბაბლუანი ადამ და ევას" სამხატვრო ხელმძღვანელია. მიღებული აქვს სხვადასხვა პრიზი და პრემია: შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია, სოჭში გამართული კინოფესტივალის მთავარი პრიზი, მოსკოვის ფესტივალზე გრან-პრი" აიღო, ასევე ვერცხლის დათვი" ბერლინის რიგით 43-ე კინოფესტივალზე.


თემურ ბაბლუანი სცენარის ავტორი და რეჟისორია საქართველოში გადაღებული ფილმებისა: უძინართა მზე", ძმა", ბეღურების გადაფრენა", „მემკვიდრეობა". ის ათეული წლებია, რაც ოჯახთან ერთად, საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისმა ახალმა ფილმებმა საერთაშორისო აღიარება არაერთგზის მოიპოვეს.


თემურ ბაბლუანს ოთხი შვილი ჰყავს. ოლგა და გელა ბაბლუანები მამის პროფესიას გაყვნენ, ხოლო უმცროსი შვილი -გიორგი ბაბლუანი მსახიობია, რომელიც მამის ფილმში „მემკვიდრეობა" და გელა ბაბლუანის „ცამეტში" მთავარ როლებს ასრულებს. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016