მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია "ჭითაგვალას" ინციდენტზე პასუხისმგებლობას ირიდებს. ფედერაციის ხელმძღვანელის, ხვთისო ტურძილაძის განცხადებით, "ჭითაგვალას" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსგავსი შემთხვევები დაუდევრობისა თუ უცოდინრობის გამო ხშირად ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
"აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებლობას სრულიად სამართლიანად ვირიდებთ. დაკარგული ადამიანები არ იყვნენ ფესტივალ "ტობას" მონაწილეები და არც ფედერაციაში შემავალი რომელიმე მოლაშქრეთა კლუბის წევრები. ჩემი აზრით ამ ფაქტის გამუქება საინფორმაციო საშუალებების მიერ და ფესტივალ "ტობა"-ზე მიბმა პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ ბრძოლებთან.
მივიჩნევ, რომ გუშინ გავრცელებული დეზინფორმაცია ფესტივალ "ტობა 2013"-ის შესახებ არამარტო პრეზიდენტ სააკაშვილის, არამედ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვიკაციაა. მე, პირადად დავპატიჟე ფესტივალზე ძველი თუ ახალი მთავრობის ბევრი წარმომადგენელი და უარის თქმა პრეზიდენტისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წამოსვლა საზოგადოების ნაწილში უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა, სრულიად უტაქტო და უზნეო საქციელი მგონია.
ლაშქრობა არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან. ფესტივალი ძალიან კარგად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კონტაქტი არ არსებობს ცივილიზაციასთან მონაწილეებს პრობლემა არ შექმნიათ და თავს კარგად გრძნობენ." "- წერს ტურძილაძე „ფეისბუქის" გევრდზე.