reportiori.ge - „მეცხრე არხის“ ლიცენზიის გაუქმებაზე კომისია 24 მარტს იმსჯელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:57
მედია
„მეცხრე არხის“ ლიცენზიის გაუქმებაზე კომისია 24 მარტს იმსჯელებს
20 მარტი, 2014. 15:49


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს მეცხრე არხის" თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების არსებითი სხდომა გაიმართა.


სხდომაზე კომისიას საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა, თუმცა ტელეკომპანია მეცხრე არხის" ყოფილი თანამშრომლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის (საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სხდომას ეწრებოდნენ) ერთ-ერთმა წარმოამდგენელმა, რამაზ სამხარაძემ საკითხის გადადების შუამდგომლობა დააყენა.

 

სამხარაძის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფი ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან შეხვედრას გეგმავდა მაუწყებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. კომისიამ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, მეცხრე არხის" სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წaრმოების მეორე არსებითი სხდომა 2014 წლის 24 მარტს 16:00 საათზე ჩანიშნა.


აღსანიშნავია, რომ საკითხის გადადების შუამდგომლობის კენჭისყრაზე კომისიის წევრების ხმები თანაბრად გაიყო (აკაკი სიხარულიძე და ირაკლი მოსეშვილი მომხრე, სოფიო ბრიტანჩუკი და კახი ბექაური წინააღმდეგი), რადგან  ორმა კომისიის წევრმა მიიჩნია, რომ საკითხის არსებითი სხდომის გადადება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ფაქტობრივ გარემოებებზე ცვლილებას ვერ მოახდენდა. მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა კომისიის თავმჯდომარეს ეკუთვნის, ამ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლს, აკაკი სიხარულიძეს.


შეგახსენებთ, კომისიამ ეს საკითხი კონტროლზე  მას შემდეგ აიყვანა, რაც ტელეკომპანია მეცხრე არხის" დირექტორმა, ლუბა ელიაშვილმა 2013 წლის 19 აგვისტოს  ტელეკომპანიის დახურვის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა და ამავე დღეს 21:00 საათზე, მეცხრე არხმა" მაუწყებლობა შეწყვიტა. მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად კი,  სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით, ან ერთი წლის განმავლობაში 120 დღით, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი ხდება.


აღსანიშნავია, რომ  რომ ტელეკომპანია მეცხრე არხს" თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გარდა, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით ავტორიზაცია აქვს გავლილი მაუწყებლობაზე, რაც საკაბელო ქსელების გამოყენებით მაუწყებლობის ნებართვას იძლევა.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016