reportiori.ge - მეუფე იაკობი: ეკლესია ყოველთვის იქნება იმის სადარაჯოზე, რომ ადამიანმა აღვირახსნილი ცხოვრებით არ იცხოვროს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:10
რელიგია
მეუფე იაკობი: ეკლესია ყოველთვის იქნება იმის სადარაჯოზე, რომ ადამიანმა აღვირახსნილი ცხოვრებით არ იცხოვროს
ავტორი:
11 აგვისტო, 2013. 14:02

გარდაბნისა და მარტყოფის მიტროპოლიტმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა  დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე ქართველ ერს მეტი ნებისყოფის გამოვლენისკენ მოუწოდა.  ის რაც საძაგელია ღვთისთვის, საძაგელი უნდა იყოს ადამიანისთვისაც." - ბრძანა მეუფე იაკობმა.

"ძალიან ბევრი მოეთხოვება ადამიანს და არ შეიძლება ის უზნეობას შეეგუოს, როცა უზნეოდ ცხოვრობ უღმერთოდ ხარ ადამიანი და ღმერთის არ ხარ, როდესაც გარყვნილებაში და გარყვნილობის ჭაობში ცხოვრობ არ ხარ ღმერთის, მაშინ ხარ უბრალოდ ადამიანის ფორმის მატარებელი. ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რატომ არის, როდესაც ქართველი ერი იცავს სარწმუნოებას, ის თითოეული ადამიანისთვის იბრძვის, მას არ უნდა, რომ ვინმეს რაღაც ცუდი შეემთხვას. ჩვენმა ერმა იცის, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, თუმცა ხშირად ხდება, რომ ჩევნც გადავარდებით ხოლმე უზნეობის ჭაობში, მაგრამ მოწყალე ღმერთი გამოგვაფხიზლებს ხოლმე. მაგალითად მე, რომ ცუდად მოვიქცე, ვიღაცამ უნდა მითხრას, რომ არ შეიძლება ასე, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ვალდებულები ვართ, რომ ერთმანეთს სწორი გზა სიყვარულით მივუთითოთ." _ იქადაგა მეუფე იაკობმა. 
მისივე თქმით, ეკლესია ყოველთვის ზნეობის სადარაჯოზე იქნება. 
"ეკლესია ყოველთვის იქნება იმის სადარაჯოზე, რომ აღვირახსნილი ცხოვრებით არ იცხოვროს ადამიანმა. ამ აღვირახსნილ ცხოვრებაში არა მარტო მრუშობა, არამედ ძარცვა, ყაჩაღობა, სხვისი ჩაგვრაც მოიაზრება, რაც საძაგელია ღვთისთვის, ასევე საძაგელი უნდა იყოს ადამიანისთვის. ჩვენი ეკლესია ყოველთვის დაიცავს იმას, რასაც საუკუნეების განმავლობაში იცავდა." _ ბრძანა მეუფე იაკობმა და ქართველი სამხედრიოებიც დალოცა. დღეს  ევსტათი მცხეთელის ხსენების დღე აღინიშნება.  

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016