reportiori.ge - შსს-მ წალენჯიხის რაიონში სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:46
სამართალი
შსს-მ წალენჯიხის რაიონში სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელა
ავტორი:
11 აგვისტო, 2013. 14:36

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მოყვარულ მთამსვლელთა ჯგუფის ყველა წევრს - 2 გოგონასა და 4 ბიჭს მიაკვლიეს.

ქართველ მოყვარულ მთამსვლელთა ჯგუფმა წალენჯიხის რაიონში მდებარე „ჭითაგვალა"-ს მწვერვალისკენ სვლა ორი დღის წინ დაიწყო. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი 3 200 მეტრის სიმაღლიდან დაგორდა. მთასვლელმა სხეულის დაზიანება მიიღო, ექსპედიციის სხვა წევრებმა კი გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, მოყვარულ მთამსვლელთა ჯგუფის ყველა წევრის გამოყვანა ვერტმფრენით უზრუნველყვეს. ერთ-ერთ მათგანს სამაშველო სამსახურის ექიმმა სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწია. მას მხარი აქვს დაზიანებული.

ამ დროისთვის დაშავებული მოყვარული მთამსვლელი და ჯგუფის დანარჩენი წევრები მაშველებს ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტიდან თბილისში გადმოჰყავთ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016