8 აპრილს, 19:00 საათზე, თელავის თეატრი წარმოგიდგენთ რუსთაველის თეატრის სპექტაკლს „მოხუცი ჯამბაზები“. სპეკტაკლის რეჟისორია გოჩა კაპანაძე. მონაწილეობენ: კახი კავსაძე, თენგიზ გიორგაძე, ზაზა ლებანიძე, ჯემალ ღაღანიძე, მანანა გამცემლიძე, მარინა ჯანაშია, მარინა კახიანი, დარეჯან ხარშილაძე.
სპექტაკლის მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში მიმდინარეობს. მისი ბინადარნი ყოფილი მსახიობები არიან. ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება სცენაზე გაატარეს. მათ ახლაც ჩაესმით თაყვანისმცემელთა აპლოდისმენტები. ამ მოხუცებისთვის განსაკუთრებით ძნელია იმის აღქმა, რომ უკვე აღარ არიან საჭირონი. ისინი ახლა მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობენ. თეატრთან განშორება ჭეშმარიტი არტისტისთვის სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ რა იქნება სიკვდილის შემდეგ? გულისშემძვრელად გაისმის ერთ-ერთი გმირის შეკითხვა: „ნეტავ, იმქვეყნად თეატრი არის?“
ბილეთები შეგიძლიათ დაჯავშვნოთ ნომერზე - 599 55 09 00.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)