reportiori.ge - დღევანდელ დღეს იოჰან სებასტიან ბახი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:36
კულტურა
დღევანდელ დღეს იოჰან სებასტიან ბახი დაიბადა
ავტორი:
21 მარტი, 2014. 12:05



ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორანისტი იოჰან სებასტიან ბახი 1685 წლის 21 მარტს აიზენახ დაიბადა. ბახი ათი წლის დაობლდა. მისი აღზრდა ითავა უფროსმა ძმამ იოჰან კრისტოფმა, რომელიც ორდრუფში მუშაობდა კაპელმაისტერად. ძმის ხელმძღვანელობით ბახი დაეუფლა ორანზე და ვიოლინოზე დაკვრის ტექნიკას. 1700 წელს იგი მიიღეს ლიუნებურგის წმინდა მიხეილის ეკლესიის გუნდში, ლიუნებურგშივე დაამთავრა ლიცეუმი. ბახზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ლიუნებურგის წმინდა იოანეს ეკლესიის ორგანისტმა . ბემმა. 1703 წელს ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახი თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ. მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა ერთ-ერთი ახალი ეკლესიის ორანისტად. აქ იგი უფრო ღრმად დაეუფლა ორანისტის ხელოვნებას. გატაცებული იყო ბუქსტეჰუდეს საორანო მუსიკით. აქვე შექმნა თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა იუმორით აღსავსე კაპრიჩო ძმის გამგზავრების გამო (1704).

 

მას იმ დროისათვს ცნობდენენ გამოჩენილ ვირტუოზ იმპროვიზატორად ორღანზე. ერთხელ იგი მიიწვიეს .დრეზდენში შესაჯიბრებლად ფრანგ ორღანისტსა და კლავისინისტ ლუი მარშანთან, როდესაც მარშანი შეჯიბრის წინა დღეს შეხვდა ბახს და მოუსმინა, იმ ღამესევე იგი ქალაქიდან წავიდა. 1708 წლიდან ბახი გადასახლდა ვაიმარში სასახლის კარის მუსიკოსად და ქალაქის ორღანისტად. აქ მან დაწერა თავისი საუკეთესო საორღანო ნაწარმოები ტოკატა და ფუგა რე მინორი, პასკალი დო მინორი. ეს ნაწარმოებეი გამოირჩევა სინაარსის უდიდესი სიღრმით, მასშტაბის გრანდიოზულობით, ოსტატობის სრულყოფით.

 

1717 წელს იგი გადასახლდა თავისი ოჯახით .კეტენში, სადაც წერდა საკლავირო და საორკესტრო ნაწარმოებებს. მათ სორისაა 24 პრელუდია და ფუგა კარგად ტემპერირებული კლავირისათვის /III ტომი/. იგი მიწვეული იყო კეტენის პრინცის სასახლეში, სადაც ხელმძღვანელობდა პატაერა ორკესტრს. ამ პერიოდში აქვს დაწერილი ორხმიანი და სამხმიანი ინვენციები, ფრანგული და ინგლისური სუიტები.

 

1823 წლიდან ბახი გადასახლდა ლაიფციგში, სადაც ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. იგი მუშაობდა წმ. თომას საეკლესიო სკოლაში გუნდის ხელმძღვანელად, სადაც უნდა ეწერა მხოლოდ ისეთი მუსიკა, რომელიც ღმრთისმსახურება გამოდგებოდა.

 

ლაიფციგში მან დაწერა საუკეთესო ვოკალურინსტრუმენტული ნაწარმოებები: 250 კანტატა, მათეს და იოანეს პასიონები (პასიონილათ. წამება),სადაც ასახული ქრისტეს ტანჯვანი. მან დაწერა მეს სი მინორი, რომელიც გასცდა საეკლესიო ჩარჩოებს და საკონცერტო ხასიათი მიიღო. მან დაწერა კარგად ტემპერირებული კლავირის II ტომი, სადაც შევიდა 34 პრელუდია და ფუგა.

 

ბახს ყავდა მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ოჯახი. მისი მეუღლეს ანა მაგდალინა ბახს საუცხოო სოპრანო ჰქონდა, ასევე მის ქალიშვილსაც. მისი ვაჟებიც ვილჰელმ ფრიდმანი, ფილიპ ემანუილი, იოჰან ქრისტიანიც ბრწყინვალე ნიჭის პატრონები იყვნენ. ბახი საკუთარი ოჯახისთვის წერდა ანსამბლებს. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბახი დაბრმავდა და კარნახით აწერინებდა იგი საკუთარ ნაწარმოებებს. 1750 წელს ლაიფციგში გარდაიცვალა ბახი.

 

იგი მალე მიეცა დავიწყებას. მისი საფლავიც კი დაიკარგა ეკლესიის ეზოს რეკონტრუქციის დროს. მისი აღიარება, მხოლოდ 100 წლის შემდეგ დაიწყო, გრემანელი კომპოზიტორის მენდელსონის თაოსნობით. ბახის პირველი დეტალური ბიოგრაფია, 1754 . განთავსებულია მაცლერის მუსიკალურ ბიბლიოთეკაში. იგი შედგენილია ბახის ერთერთი მოსწავლის - აგრიკოლასა და კომპოზიტორის შვილის კარლ ფილიპ ემანუილ ბახის მიერ. აღნიშნული ბიოგრაფია წარმოადგენს ცალკეული ბიოგრაფიული ფაქტების საიმედო წყაროს, იგი განსაკუთრებით ფასეულია ბახის ნაწარმოებთა ჩამონათვალის განხილვისა და დაზუსტების მხრივ.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016