საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ და პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპული ჩვიდმეტი გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო. შეხვედრაზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და შინდისის მოსახლეობა იმყოფებოდა. ადგილობრივებმა ომში დაკარგული გმირებისთვის მემორიალის აღმართვა მოითხოვეს.
„ ჩვენმა ვაჟკაცმა მებრძოლებმა ყველას აჩვენეს რომ საქართველოს გაუტეხელი საბრძოლო სული აქვს და მტერი ვერ შეგვაშინებს. აქ მოვედით რათა მათ ხსოვნას პატივი მივაგოთ და ვპირდებით მოსახლეობას რომ მემორიალი და ტაძარი აღიმართება. მათი სახელი სამარადჟამოდ უნდა უკვავალვდეს ჩვენს მეომრებს გზას."-განაცხადა ალასანიამ.
პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას გაესაუბრა და დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს დახმარებას დაპირდა.
„ ხუთი წლის წინ აქ საქართველომ დაკარგა ჩვიდმეტი გმირი, რომლებიც მტერს არ შეუშინდნენ და სამშობლო დაიცვეს. მინდა ვთქვა რომ საქართველო უნდა იყოს ძალიან ამაყი, იმიტომ რომ ბევრ ქვეყანას არ ყავს ასეთი გმირი შვილები"-განაცხადა მარგველაშვილმა.