reportiori.ge - პროკურატურასთან კბილაშვილისა და კუბლაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:25
სამართალი
პროკურატურასთან კბილაშვილისა და კუბლაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა
ავტორი:
11 აგვისტო, 2013. 17:19

მთავარ პროკურატურასთან, პროკურორის, არჩილ კბილაშვილისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დასრულდა. საპროტესტო გამოსვლის  ორგანიზატორები პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", "წინააღმდეგობის მოძრაობა" და მედია კავშირი "ობიექტივი" იყვნენ. 

ირმა ინაშვილის განცხადებით, მთავარი მოთხოვნა არჩილ კბილაშვილისა და კონსტანტინე კუბლაშვილის თანამდებობიდან გადადგომა იყო.  

 „ უნდა გასამართლდეს "ნაციონალური მოძრაობა" და დაისაჯოს ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი, ვისაც დანაშაული მიუღძვის."- აღნიშნა ინაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში.  
"გადადგეს კბილაშვილი", "გასამართლდეს რეჟიმი", "კოჰაბიტაცია შეთქმულებაა", "შეწყდეს კოჰაბიტაცია" ამ  ლოზუნგებით მოითხოვდნენ სამართლიანობის აღდგენას აქციის მონაწილეები.
აქციის მსვლელობისას მცირე ინციდენტიც მოხდა, მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურატურის შენობასთან სოსო რობაქიძე გამოჩნდა. მან დღევანდელი აქცია გააპროტესტა. ის მიიჩნევდა, რომ აქცია არა პროკურატურასთან არამედ კონსტანტინე კუბლაშვილთან უნდა გამართულიყო. აქციას მან შეკვეთილი უწოდა. აქციის მონაწილეები მას შეეპასუხნენ, თუმცა ინციდენტი მალევე ამოიწურა, რადგან მან ტერიტორია მალევე დატოვა.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016